ჯგუფი

anna_biani

პროდიუსერი

ანნა ბიანი

www.flyingturtlefilms.com

ანნა „ლუკა“ ბიანი არის გენდერული ფილმების შემქმნელი, მწერალი, შერეული მედია არტისტი და მსახიობი თბილისიდან, საქართველოს რესპუბლიკიდან, მოღვაწეობს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში და მის მიმართ იყენებენ ისინი/მათ ნაცვალსახელებს. ბიანმა თავისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 6 წლის ასაკიდან, ჩნდებოდა სხვადასხვა რეკლამებში და ასევე დოკუმენტურ ფილმებში. 14 წლის ასაკში მან ითამაშა პირველი დიდი როლი წამყვანი მსახიობის სახით 2006 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში სახელწოდებით „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“, რომლის რეჟისორი იყო მისი და ხათუნა გიორგობიანი.

2008 წელს ანნამ მიიღო ჯილდო სასკოლო მიღწევისა და კრეატიული წერისთვის, რომელიც მას გადაეცა თვით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან. ბიანის მწერლობამ ასევე მიიქცია შექჰერ ქაფურის (აკადემიური-ჯილდოს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის ელისაბედის რეჟისორი, კეიტ ბლანშეტის მონაწილეობით) და ნეილ გეიმანის (ქვიშის კაცისა და ამერიკელი ღმერთების ავტორი) ყურადღება. მათ უბიძგეს ბიანს კონცენტრირება მოეხდინა მათ მრავალმხრივ ტალანტზე. 2000 წლიდან ბიანი ქმნიდა ნოველების, მოკლე ისტორიებისა და ლექსების ხელნაწერებს, რომელთა გამოქვეყნებაც დაგეგმილია მომდევნო წლებში.

2008 წელს ბიანი მონაწილეობდა ისტორიული ფილმის „სინკა პანას“ მთავარ როლში, სადაც მან ითამაშა მე-18 საუკუნის უნგრელი ბოშა ვიოლინისტის როლი. ფილმმა მოიგო ოქროს პალმა 2009 წლის მექსიკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე. მას შემდეგ ბიანი თამაშომდა თეატრში, კომედიურ წარმოდგენებსა და ფილმებში, მათ შორის შემდეგ ფილმებში “უცნაური დეაკი“ (ქრისტიან სლეტერთან ერთან) და „წმინდა სისხლი“ (ბეი ლინგთან და მაიქლ მედსენთან ერთად).

2017 წელს ბიანმა გააფართოვა საკუთარი ტალანტები და თავის მუდმივად მზარდ რეპერტუარს დაუმატა რეჟისორობა. მისი სარეჟისორო დებიუტი „G-4” მოკლე ფილმია, რომელიც წარმოადგენს დაუჯერებელ SFX მაკიაჟს, ასევე ცეკვებს, რომელთა ქორეოგრაფი ბრაიან ფრიედმენია (ესეიგი ფიქრობ, რომ ცეკვა შეგიძლია, ამერიკული ნიჭიერისა და იქს ფაქტორის პროდიუსერი/შემქმნელი რეჟისორი). ფილმი არჩეული იქნა ფესტივალზე „ცეკვები ფილმებში“ და გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით ვებგვერდზე shorts.tv.

ბიანი ამჟამად მუშაობს თავისი ნოველების გამოცემასა და ანიმაციის „არგონავტების“ შექმნაზე, მამასთან ბესარიონ გიორგობიანთან ერთად. წერასთან და ფილმების შექმნასთან ერთად ბიანი ქმნიდა მედია სამხატვრო ნამუშევრებს და მუშაობდა თავისი ფეშენ ხაზის განვითარებაზე. ამასთან ერთად ბიანი უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტს, ბას გიტარას, პიანინოს და შეიძლება რაღაც მომენტში კიდეც გაგვაკვირვოს ალბომით.

beso_giorgobiani

პროდიუსერი, სცენარის ავტორი

ბესარიონ გიორგობიანი

ბესარიონ გიორგობიანი დაიბადა 1954 წელის 18 მარტს, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და შემდგომში, 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ თერაპევტად. სტუდენტობის და სამედიცინო მოღვაწეობის დროს ის საფუძვლიანად შეისწავლიდა იმ მეცნიერებებს, რომლებიც ეხებოდა როგორც ადამიანის ფიზიკურ სხეულს (ანატომია, ბიოქიმია, ფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია და სხვა) ასევე იმ მეცნიერულ, ფილოსოფიურ და რელიგიურ საფუძვლებს, რომელთა მეშვეობით ადამიანის მენტალური არსება საზრდოობს (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პატოფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოანალიზი, სხვადასხვა რელიგიური და მისტიკური სწავლებები)

სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს ის დაინტერესდა ხელოვნებით, დაიწყო მოთხრობების, ლექსების წერა, ქანდაკებების შექმნა და შეისწავლა კლასიკურ გიტარაზე დაკვრა. 1985 წელს ის ხელოვნების დარგით სწავლას განაგრძობს შოთა რესთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1989 წელს მისი სადიპლომო და სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „,მთვარეული“ და „შემთხვევით ნანახი სახე“ ახალგაზრდობის, კიევის საერთაშორისო ფესტივალზე „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზს მოიპოვებს.

ამ წარმატების შემდეგ, ბესარიონ გიორგობიანი სამუშაოდ მიწვეული იქნა ოდესის კინოსტუდიაში, ორ სერიანი მხატვრული ფილმი „წამიერების“ გადასაღებად. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). შემდეგ ის მიიწვიეს მოსკოვში სამუშაოდ, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ორეული“. ფილმი 1991 წელს მონაწილეობდა კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის იღებს: სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს „კატასტროფა“-ს, სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს „დურუ“-ს, მხატვრულ ტელესერიალს „27 დრაკონი“-ს, თოჯინურ ანიმაციურ ტელე შოუს „დიდების ზღაპარი“-ს, თეატრის და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში ხელმძღვანელობს სარეჟისორო ჯგუფს, წერს ათზე მეტ სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს, მათ შორის სამი სცენარი: „სისხლიანი პოემა“, „მივლინება კავკასიაში“ და „ლილიტი“ შექნმა ამერიკელ თანაავტორებთან ერთობლივად (კეტრინ კორტეზი, ჯონ ელისი და ანა ბიანი). როგორც პროდიუსერი უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივად მუშაობს დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე: „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (აშშ), „პრემიერა“ (შვედეთი) „მიშა მოსკოვის წინააღმდეგ“ (აშშ) და G4 (აშშ).

ამ ეტაპზე, ამერიკელ პროდიუსერთან და სცენარისტთან ანნა ბიანთან ერთობლივად მუშაობს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ანიმაციური ფილმის „არგონავტების“ პროექტზე. პროექტის განვითარების საწყისი ეტაპი, მცირე გრანტით, დააფინანსა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

beso_giorgobiani

მუსიკალური პროდიუსერი

ჯონი კეშელავა

დაიბადა 1965 წელს, 8 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოში. 1990 წელს დაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, სპეციალობა რადიო ინჟინერი.

1995-2000 დააფუძნა და ხელმძღვანელობდა მუსილალურ კომპანია შპს „პასაჟი“, რომელიც აერთიანებდა – მუსიკალურ მაღაზიას, სანოტო გამომცემლობას და ხმის ჩამწერ სტუდიას. ამავე წლებში ეწეოდა ქართველი მომღერლების და ჯგუფების პროდიუსერობას, მუსიკალური ფესტივალების ორგანიზრბას.

archil_kukhianidze

მხატვარი

არჩილ კუხიანიძე

დაბადების თარიღი -7 აპრილი 1988წ.

განათლება2003-2007 წწ. ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის ფერწერის ფაკულტეტი. 2007-2011 წწ. თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: 2009-2020 ანიმაციის განვითარების ფონდი – რეჟისორი, ანიმატორი, სცენარისტი, დიზაინერი, მემონტაჟე, გრაფიკოსი, ხმის რეჟისორი, პედაგოგი. 2012-2021  სტუდია ‘’ტელევეზირი’ ანიმატორი 2017-დან ა.ა.ი.პ  სტუდია ბაო – დამფუძნებელი, დირექტორი.

ფილმები2010 წ. ანიმაციური ფილმი ‘რატომ აქვს კუს დაბზარული ბაკანი” – დამდგმელი მხატვარი. 2011 წ. ანიმაციური ფილმი Casus‘ ავტორი. 2011 წ. ანიმაციური ფილმი ”თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა” – მხატვარი, ანიმატორი, კომპიუტერული გრაფიკა და მონტაჟი. 2012 წ. ანიმაციური ფილმი ,,ჩოკინა“ – ავტორი. 2012 წ. ანიმაციური ფილმი ,,ბუკნაჭო“ – ავტორი. 2015 წ. ანიმაციური ფილმი გვანცი – ავტორი 2015 წ. ანიმაციური რგოლი შრომით უფლებებზე – Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia – ავტორი, ანიმატორი 2016 წ. ანიმაციური სერია ბაყაყების საუბარი – რეჟისორი 2016 წ. ანიმაციური სერია არაფერია ცის ქვეშ ახალი – რეჟისორი 2016 წ. USAID -ის დაფინანსებული „ერთად XXI საუკუნეში“ პროექტის ფარგლებში შექმნილი 6 ანიმაციური ფილმი: ანიმაცია 1; ანიმაცია 2; ანიმაცია 3; ანიმაცია 4; ანიმაცია 5; ანიმაცია 6; – რეჟისორი. 2016 წ. USAID -ის პროექტ „ბავშვთა უფლებების კონვენცია/Convention for the rights of the children“ : ანიმაცია 1; ანიმაცია 2: ანიმატორი, დამდგმელი მხატვარი 2017 წ. “სიმართლის გუდა” მსოფლიო ხალხთა ანდაზები ანიმაციაში. (12 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი) – პროექტის ხელმძღვანელი, რეჟისორი, ანიმატორი. 2017 წ. ანიმაციური საგანმანათლებლო კლიპი მზე და ცა –  რეჟისორი, ანიმატორი 2020 წ. ანიმაციური ფილმი „მამა“ (თრეილერი) – ავტორი, რეჟისორი, ანიმატორი 2020 წ. ანიმაციური ვიდეო კოვიდ19ის შესახებ – CARE International in the Caucasus – ავტორი, რეჟისორი, ანიმატორი. 2021 წ.  ანიმაციური ფილმების სერია – „დასაქმებულთა უფლებები“ – (Friedrich-EbertStiftung, Georgia): ანიმაცია 1; ანიმაცია 2; ანიმაცია 3; ანიმაცია 4; ავტორი, რეჟისორი, ანიმატორი 2021 წ. სარეკლამო ანიმაციური რგოლი „Askaneli · ასკანელი – ანიმატორი.

malkhaz_kukhianidze

კონსულტანტი, წარმოების ხელმძღვანელი

მალხაზ კუხიანიძე

დაბადების თარიღი – 15 სექტემბერი 1962 წ.

განათლება: 1981-1985  შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი; 1986-1991 შ. რუსთაველის. სახ. თეატრალური ინსტიტუტი. კინო-ანიმაციის ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება: 1979-1996 კინოსტუდია “ ქართული ფილმი” მსახიობი; 1992-1994 სარეკლამო სტუდია “დიო” რეჟისორი; 1994-2010 საქ. დამოუკიდებელ. კინო-ვიდეო ფილმმწარმოებელთა ასოციაცია. თავმჯდობარე; 2002-2010 რეჟისორი – ”ქართული ფილმი”, “სდფ ფილმი”, “სიო ფილმი”, “მიფასი ფილმი”

ანიმაციური ფილმები: 1988 “ბერდიხა” რეჟისორის ასისტენტი; 1989 “ლეკვი” რეჟ. ასისტენტი; 1990 “საქართველოს ისტორია” ანიმატორი; 1991 “ძაღლი და ყვავი. რეჟისორი. სცენარი; 2005 “ბაბუა და შვილიშვილი” რეჟისორი; 2009 “რატომ აქვს კუს დაბზარული ბაკანი“ რეჟისორი. ზლინის (ჩეხეთი) ფესტივალის მონაწილე. ფესტივალ “თოფუზი“ (ბათუმი) პრიზიორი; 2012 “თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა” რეჟისორი ფესტივალ  ‘ოქროს რაინდი” მონაწილე;

დოკუმენტური ფილმები: 1998 “სოროსის ფონდი საქართველოში” პროდუსერი. რეჟისორი; 1998 “ამქორი საქართველოში” პროდუსერი.. რეჟისორი; 2001 “ბაფი”  პროდუსერი.. რეჟისორი; 2003-2004 “ომის ბავშვები” რეჟისორი;

განხორციელებული პროექტები: 1997-1998 ევრაზიის ფონდი – კინომწარმოებელთა ტრენინგები. პროექტის ხელმძღვანელი; 2000-2001 ევრაზიის ფონდი- საქართველოს ფილმ- ბიურო, პროექტის ხელმძღვანელი; 2002-2003 ევრაზიის ფონდი – სამხრეთ-კავკასია, პროგარმა “სინერჯი”  კავკასიის ფილმ-ბიორო. ხელმძღვანელი; 2003-2004 FOჩAL-AVANAთI – სამხრეთ კავკასიის ფილმწარმოების განვითარების ფონდი. მონაწილე, კონკურში დოკ- ფილმები.  გამარჯვებული.  რეჟისორი: 2014 – ფონდი “სიცოცხლის ხე” აუდიო-დისკრიფცია  ქართული ანიმაციური ფილმების (7ფილმი) სცენარისტი-რეჟისორი.